ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე დღეს პრეზიდენტი გააკრიტიკა. გია ვოლსკი მისგან განმარტებებს ითხოვს იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი მარგველაშვილს აქვს რუსთავი 2-ის საქმესა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„საკვირველია, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა პარტია, გარდა კოალიციისა დგას ერთ პოზიციაზე, ჩვენ თურმე გავემიჯნეთ ყველას და ვართ იზოლირებული. ამ საკითხზე კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს მარგველაშვილმა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
თავისუფალი დემოკრატები კი ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებენ. ზურაბ აბაშიძის თქმით, არ უნდა ისმოდეს ეკონომიკის უწყების ხელმძღვანელისგან უნდა იკავებდეს თუ არა პრეზიდენტი რეზიდენციას. მისი განმარტებით, მინისტრს სხვა საზრუნავი უნდა ქონდეს, მათ შორის როგორ გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან.