08 იანვარი 2026,   02:44
ვრცლად
„რამდენიმე პოლიციელმა წითელი ხაზი გადალახა,"-უჩა ნანუაშვილი ადვოკატის ცემის ფაქტზე საუბრობს

„რამდენიმე პოლიციელმა წითელი ხაზი აშკარად გადალახა,-ამის შესახებ სახალხო დამცველმა დაზარალებულ ადვოკატთან, გიორგი მდინარაძესთან, შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ომბუდსმენმა დროული და ობიექტური გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მომხდარზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ რეაგირება არ არის დამაკმაყოფილებელი. თვალყურს ვადევნებთ საქმეს,“-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ადვოკატი მდინარაძე აღნიშნავს, რომ მას სახალხო დამცველმა თანადგომა გამოუცხადა. უჩა ნანუაშვილისა და გიორგი მდინარაძის საუბარი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები