თავდაცვის მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იაპონიაში შეხვედრებს მართავს. თინა ხიდაშელმა და იაპონიის თავდაცის მინისტრმა თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გააფორმეს.
ხელმოწერამდე იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას ოფიციალური დახვედრა მოუწყო. მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.