16 იანვარი 2026,   20:28
ვრცლად
"ამ ადამიანებთან ერთად 9 წელი, როგორც თქვენ ამბობთ, ხალხს ვჭამდით," - აკაკი ბობოხიძე ყოფილ თანაგუნდელებზე

„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც იმ 9 წლის განმავლობაში, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ხალხს ვჭამდით და სისხლს ვსვამდით ამათთან ერთად,“ - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლმა, აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობის ის ახალი წევრები, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ, ახლა კი უმრავლესობის გადასარჩენად ერთ ფრაქციაში გაერთიანდნენ და მმართველ გუნდს შეუერთდნენ.

დავით საგანელიძემ კი საკუთარი გუნდის ახალი წევრები დაიცვა და ბობოხიძეს განუმარტა, რომ ეს ადამიანები დღეს თავიანთ სწორ პოზიციას აფიქსირებენ და არავის არ აქვს უფლება, მათ პოზიციებს  შეეხოს.  

დღის ამბები