15 იანვარი 2026,   20:37
ვრცლად
ევროკავშირი აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ევროკავშირი გამოეხმაურა. საგანგებო განცხადებაში ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

`ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში 24 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ეს არჩევნები ჩატარდა,`- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები