08 იანვარი 2026,   04:24
ვრცლად
წულუკიანმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები გენდერული ბალანსის დაცვით წარადგინა

თეა წულუკიანმა მთავარი პროკურორობის კანდიდატები გენდერული ბალანსის დაცვით წარადგინა. ინფორმაცია ამის შესახბე იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. 

წულუკიანმა საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ნანა რევაზიშვილი და ირაკლი შოთაძე წარუდგინა.


მთავარი პროკურორობის კანდიდატების შერჩევამდე იუსტიციის მინისტრი ერთი თვის განმავლობაში მართავდა საჯარო კონსულტაციებს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, აკადემიურმა წრეებმა პროკურორობის კანდიდატებად ვლადიმერ გაბრიჩიძე, ლაშა გოლუბიანი, ლენა კაპანაძე, ნანა რევაზიშვილი, პაატა შავაძე, ირაკლი შოთაძე და კოტე ჭილაია დაასახელეს. ერთმა კანდიდატმა კახა კახიშვილმა თავად მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

ხვალ, 19 ნოემბერს, საპროკურორო საბჭოს ფორმატში სამივე კანდიდატს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრის წესით არჩევნები გაიმართება.

 

დღის ამბები