08 იანვარი 2026,   22:04
ვრცლად
საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი დღეს საქართველოს ეწვევა

დღეს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბერნარდ კუშნერი ეწვევა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კუშნერი პროფესიით ექიმია და იგი საქართველოს საკონსულტაციო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. ვიზიტის ფარგლებში მისი მონაწილეობით განიხილება ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგია.

„ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ხვალ და ზეგ განვიხილოთ, როგორც ჯანდაცვის სისტემის განვითარების ძირითადი სტრატეგია და საკითხები, ასევე სამეცნიერო საზოგადოებას და სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ მას შეხვდნენ და კითხვები დაუსვან“, - განაცხადა დავიტ სერგეენკომ. 

დღის ამბები