11 იანვარი 2026,   08:20
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 4 დეკემბერს დანიშნა. ინფორმაციას ეროვნული უშიშროების საბჭო ავრცელებს.

"საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2015 წლის 4 დეკემბერს 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

სხდომაზე, უშიშროების საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები. 

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები