ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ვიზალიბერალიზაციის პროცესზე საუბრობს და პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდებს.
"გამოვდივართ ინიციატივით და მოვუწოდებთ ყგველა პოლიტიკურ პარტიას დავიწყოთ კონსულტაციები და მოვამზადოთ ერთიანი განცხადების ტექსტი, რომელშიც დავაფიქსირებთ საქართველოში მყოფი ძირითადი პოლიტიკური პარტიების მტკიცე ნებას და მზადყოფნას, რომ საქართველომ მიიღოს ევროლიბერალიზაციის დასტური და საქართველომ მოიპოვოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება,“-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.