ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს ბათუმელ პენსიონერებს შეხვდა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ხანდაზმულებს პენსიის 50 ლარით მომატების შესაძლებლობებზე ესაუბრა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქამრების შემოჭერის შემთხვევაში მთავრობას აქვს შესაძლებლობა პენსია რეალურად გაზარდოს. პენსიების მატებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობა საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში მართავს.