11 იანვარი 2026,   21:09
ვრცლად
გაიზრდება, თუ - არა პარლამენტში ვიცესპიკერების რაოდენობა?

საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი გადაირჩევენ, თუ - არა ზურაბ აბაშიძეს ვიცესპიკერის პოსტიდან. ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატი რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში ვიცესპიკერისთვის განკუთვნილი ავტომობილით ნომრით "041" მივიდა.

აბაშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ამ საკითხზე კონსულტაციების გავლას სასესიო სხდომის შემდეგ დავით უსუფაშვილთან გეგმავს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილის აზრით,ზურაბ აბაშიძე უნდა გადაირჩიონ, ნაწილი კი სხვაგვარად ფიქრობს.  

ზოგიერთი დეპუტატი აცხადებს, რომ უმრავლესობას შეუძლია გამოიყენოს დამატებითი ვიცესპიკერის თანამდებობა ისე, რომ არავის გადარჩევა არ გახდეს საჭირო. დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა ვიცესპიკერმა მათ შორის მურმან დუმბაძემ და ზურაბ აბაშიძემ დაკავებული თანამდებობაზე უნდა დარჩნენ.

შეგახსენებთ, 2012 წელს პარლამენტმა მესამე ვიცესპიკერის არჩევისგან თავი შეიკავა. მიზეზად მაშინ თანხების დაზოგვა დასახელდა.

საპარლამენტო უმცირესობაში ფიქრობენ, რომ საკითხი არასერიოზულია და პარლამენტს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები