11 იანვარი 2026,   20:05
ვრცლად
მთავრობის ინფორმაციით ღარიბაშვილი ობამას და მსოფლიოს კიდევ 19 ლიდერს მიესალმა

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახური ღარიბაშვილის ვიზიტის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს, სადაც ის მსოფლიოს ლიდერებს ესალმება. 

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს, კანადის პრემიერმინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, ნიდერლანდების პრემიერმინისტრ მარკ რუტეს, ესტონეთის პრემიერმინისტრ ტაავი რიივასს, ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს, მოლდოვას, პანამის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ავღანეთის, მონტენეგროს, კვიპროსის პრეზიდენტებს, ირლანდიისა და ყაზახეთის პრემიერმინისტრებს მიესალმა.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მთავრობის ადმინისტარციის ვებგვერდზეა განთავსებული. პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ცნობით ღარიბაშვილი ლიდერებს პარიზში მიესალმა.

დღის ამბები