06 იანვარი 2026,   23:50
ვრცლად
ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ახალ თანამდებობას იკავებს

ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. 

ბადაშვილი უწყების თანამშრომლებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა. 

გიორგი ბადაშვილი 27 ნოემბრამდე მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა, თუმცა ის მისმა ყოფილმა  პირველმა მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჩაანაცვლა. შოთაძე პარლამენტმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 6 წლით ვადით აირჩია. 

დღის ამბები