14 იანვარი 2026,   13:21
ვრცლად
"ჩვენ დებატებს არ გავურბივართ," - უსუფაშვილი ოპოზიციის პროტესტის შესახებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიუღებელია ოპოზიციის საქციელი, რომელმაც სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

ოპოზიცია პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ დებატებსა და კითხვის დასმის საშუალებას ითხოვდა, რაც წინასწარ დადგენილ ფორმატში არ იყო შეტანილი.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ძალიან ბევრ თემას შეეხო და შესაბამისად, ყველა ამ თემაზე დებატები და დისკუსია შედეგის მომტანი არ იქნებოდა.

„პოლიტიკური დებატებია გასამართი? კი ბატონო,  გავმართოთ დებატები, მაგრამ დღეს და ამ წუთში რაზე უნდა ვიდებატოთ, არ ვიცი იმიტომ, რომ მე პირადად, მოვინიშნე 22 თუ 23 საკითხი, რასაც საქართველოს პრეზიდენტი შეეხო. მოდი ეხლა ყველაფერზე ერთად ვიდებატოთ და ამითი სადმე წავალთ და სადმე მივალთ? თითოეულ საკითხს სჭირდება სათანადო რეაგირება და, თუ დებატები სჭირდება რაიმე თემას, რა თქმა უნდა, ჩვენ დებატებს არ გავურბივართ,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დღის ამბები