საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ბარამიძე განმარტავს, თუ რატომ დატოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დარბაზი პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ.
მისი თქმით, გაუგებარია, თუ რატომ არ მისცეს უმცირესობის სახელით მის წარმომადგენელს შეეფასებინა პრეზიდენტის გამოსვლა და საზოგადოებას მათი აზრიც გაეგო მაშინ, როდესაც უსუფაშვილმა უმრავლესობის სახელით პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა.
„აბსოლუტურად გაუგებარი რამ გააკეთა უმრავლესობის სახელით პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აქ ლექციებს გვიკითხავდა პროცედურულ დემოკრატიაზე, რომ საქართველო, თითქოს, დემოკრატიულად ვითარდება, როდესაც მან არ მისცა საშუალება ოპოზიციას მაშინ, როდესაც თვითონ გამოვიდა და, ფაქტობრივად, გამოხატა უმრავლესობის პოზიცია, გამოვსულიყავით და ხალხს მოესმინა პრეზიდენტის დებულებებთან დაკავშირებით ორივე მხარის პოზიცია,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.