შსს-მ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გელა ღ. დააკავა.
დაკავებისას დამნაშავეს 1, 3303 გრ. ნარკოტიკული საშუალება მეტადონი აღმოაჩნდა და ასევე ნარკოლოგიური შემოწმებით ბრალდებულს მეტადონის მოხმარების ფაქტიც დაუდგინდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.