2016 წლის ბიუჯეტი პარლამენტმა დაამტკიცა. 83 ხმით 11-ის წინააღმდეგ მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მიღებულია.
2016 წლის ბიუჯეტი დღეს პარლამენტში დილიდან განიხილებოდა. დეპუტატებს ფინანსური დოკუმენტი თავად ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა და მათ კითხვებსაც უპასუხა.
მთელი დღის განხილვა კენჭისყრებით დასრულდა და მომავალი წლის ბიუჯეტი პარლამენტმა დაამტკიცა.