07 იანვარი 2026,   05:12
ვრცლად
სიღნაღში დამწვარი სახლი ამერიკელ ჯონ ვურდემანს ეკუთვნოდა

სახლი, რომელიც სიღნაღში ამ დრომდე იწვის ამერიკელ ჯონ ვურდემანს ეკუთვნის. იგი კახეთში 1998 წლიდან ცხოვრობს და ხელმძღვანელობს მის მიერვე დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც ქართული ღვინის წარმოებითაა დაკავებული.

როგორც ცნობილია ვურდემანი ამ დროისთვის თბილისში იმყოფება. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა ხანძრის შედეგად დაშავებულები.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი სიღნაღში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი 140 კვადრატულ მეტრზეა მოდებული, რომლის ჩაქრობასაც 4 ადგილობრივი სახანძრო ბრიგადა ცდილობს. ადგილზე ასევე მობილიზებულია თელავის, წნორისა და დედოფლისწყაროს სახანძრო ბრიგადები.  

ამავე თემაზე
დღის ამბები