07 იანვარი 2026,   02:21
ვრცლად
სიღნაღში 3 საცხოვრებელ სახლზე ხანძრის ლოკალიზება საათზე მეტია ვერ ხერხდება

სიღნაღში საცხოვრებელ სახლებზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი 140 კვადრატულ მეტრზე 3 სახლს უკიდია, რომლის ჩაქრობასაც ერთ საათზე მეტია 4 ადგილობრივი სახანძრო ბრიგადა და წნორის, დედოფლისწყაროსა და თელავის  მაშველი-მეხანძრეები ცდილობენ.

ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი მოძველებული ელექტროსადენებია. ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი სიღნაღში მცხოვრებ ამერიკელ ჯონ ვურდემანს ეკუთვნოდა, რომელიც 1998 წლიდან ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიას ხელმძღვანელობს. მისი სახლი მთლიანად დაიწვა. რაც შეეხება დანარჩენ 2 საცხოვრებელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ნივთების ნაწილის გამოტანა მოსახლეობამ შეძლო.

ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. ადგილზე იმყოფებოდა სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ზარალი მასშტაბურია, მოხდება მისი დათვლა და შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები