09 იანვარი 2026,   12:26
ვრცლად
მარგველაშვილი ირანის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, ეშაქ ჯაჰანგირს, შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რომლის თანახმად, შეხვედრა თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საკითხს და ორ ქვეყანას შორის თანამედროვე, მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაღრმავებას. 

"როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანი რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანაა და სანქციების გაუქმების პირობებში საინტერესოა ირანთან ურთიერთობების გააქტიურება და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა. 
საქართველოს პრეზიდენტმა ირანულ მხარესთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკის აუცილებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

 

დღის ამბები