ალეკო ელისაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მთავარი პროკურატურის შენობის წინ შეიკრიბა.
ისინი აცხადებენ, რომ მათ აქვთ ეჭვი, რომ პროკურატურა საქმის ბოლომდე გამოძიებას არ აპირებს და ისინი მის ბოლომდე მიყვანას მოითხოვენ.
„ფაქტობრივად გამართლდა ის ეჭვი, რომელიც არსებობდა შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით. იყო ინფორმაცია, რომ კონკრეტულ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით ხდებოდა თანხის აღება და კონკრეტული მაღალჩინოსნები აღნიშნულ საკითხში მონაწილებდნენ. კარგია, რომ ბატონმა ალეკომ აღნიშნული საკითხი გამოიტანა საზოგადოების წინაშე. იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას. თუ პროკურატურამ არ მოახდინა რეაგირება, ეს ნიშნავს, რომ თვითონ მთლიანად არის ჩართული აღნიშულ დანაშაულში,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კობაიძემ.