ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ანგარიშის გადადებას ტექნიკურ პრობლემებს უკავშირებენ საქართველოში აკრიდიტებული ელჩები. დიპლომატების განცხადებით, საკითხი რამდენიმე დღეში მოგვარდება და პროგნოზები პოზიტიურია.
დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით განწყობა ოპტიმისტური უნდა იყოს, რადგან ქვეყანა სწორ გზას ადგას. ამერიკის შეერთებული შტატების წარმოადგენლის განმარტებით, ვაშინგტონს მჭიდრო კონტაქტი აქვს ევროკავშირთან ამ საკითხზე.
ესტონეთის ელჩის შეფასებით ამ ეტაპზე საქართველოს შესრულებული აქვს ყველა ვალდებულება და უვიზო მიმოსვლა ძალაში 5-6 თვეში შევა.