13 იანვარი 2026,   23:00
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველო-თურქეთის საზღვრის სექტორები მოინახულა

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველო-თურქეთის საზღვრის სექტორები მოინახულა. გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების და ჩაბარებული წლიური ანგარიშის შემდეგ, ე.წ. მწვანე საზღვარს ეწვია.

გამეზარდაშვილი მესაზღვრეებთან ერთად ადგილზე დღის განმავლობაში პატრულირებდა და პირადად გაეცნო სასაზღვრო განწესის სამუშაო რეჟიმს. ის დაესწრო მცურავი საშუალებების სამსახურის მორიგე კატარღის ზღვაში გასვლას. გამეზარდაშვილმა მცურავი საშუალების ბაზირების პუნქტიც მოინახულა და ნავმისადგომის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. 

სასაზღვრო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიმდინარე წელს სასაზღვრო პოლიციამ 10 ახალი ევროპული სტანდარტის სექტორი გახსნა.

დღის ამბები