საქართველოსთან და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებაზე ევროკომისიის და ევროპარლამენტის პრეზიდეტებმა კომენტარები გააკეთეს.
ჟან–კლოდ იუნკერი და მარტინ შულცი არ ასახელებენ კონკრეტულ თარიღებს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ანგარიშზე მუშაობა მიმდინარებს და მიმდინარებს სწორი მიმართულებით.
„მოლაპარაკების პროცესში ვართ უკრაინელ მეგობრებთან. ეს გზა გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია იქნება პოზიტიური, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის და უკრაინისთვისაც,“ - განაცხადა ჟან-კლოდ იურნკერიმ.
მარტინ შულცის თქმით, პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრაზე საქართველოსთან ვიზალიბერალიზიციის საკითხიც განიხილეს.
„კომისიამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი ანგარიში პროგრესთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი სწორედ ამ დასკვნას ელოდება. პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან გუშინდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი საქართველოსთვისაც. თუმცა ანგარიშის გამოქვეყნებამდე და ვიდრე არ მეცოდინება კომისიის დასკვნების შესახებ, დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, რომ ის სწორი მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა მარტინ შულციმ.