08 იანვარი 2026,   11:29
ვრცლად
ალეკო ელისაშვილის თქმით პროკურატურაში მას აბსურდული შეკითხვები დაუსვეს

7 საათიანი დაკითხვის შემდეგ ალეკო ელისაშვილმა პროკურატურა დატოვა. მან საგამოძიებო უწყებაში მაგთიკომიდან ამოღებული სატელეფონო ამონაწერი წარადგინა. ელისაშვილის თქმით დაკითხვაზე აბსურდული შეკითხვები დაუსვეს. როგორც ელისაშვილი განმარტავს გამოძიებლებს აიტნერესებდათ ჰქონდა თუ არა მას რაიმე სხვა დამადასტურებეული მასალა სატელეფონო ამონაწერების გარდა და ასევე ვინ არის წყარო, ვისგანაც აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მაღალჩინოსნები პატიმართა განთავისუფელბის სანაცვლოდ მილიონ ლარზე მეტის აღებას აპირებდნენ.

ელისაშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვეაში თუ პროკრუატურა არ გაასაჯაროებს დეტალებს იგი თავად გამოაქვეყნებს მათ. მისი თქმით მას დაკითხვაზე არა შეწყალების კომისიის თავმჯდაომარეობის პერიოდზე, არამედ გირგვლიანისა და რობაქიძის საქმეებზე დაუსვეს შეკითხვები. რაც შეეხება ექსპერტიზას, რომელიც მის მობილურს უტარდება, იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზა გაყალბდება, იგი საერთშორისო ექსპერტიზას მიმართავს.

ჯერჯერობით უცნობია დაიბარებენ თუ არა ელისაშვილს პროკურატურაში განმეორებით დაკითხვაზე.

დღის ამბები