ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა. დასკვნაში, რომელიც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ დაიდო, საქართველოს შესახებ დადებითი შეფასებებია მოცემული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები გეგმის ყველა ნაწილში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია.