06 იანვარი 2026,   14:56
ვრცლად
"ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველო ასრულებს ყველა კრიტერიუმს,"-ევროკომისიის დასკვნა ვიზალიბერალიზაციაზე

"საერთო ჯამში ჩვენი შეფასება პოზიტიურია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ერთგულებას ასოცირების შეთანხმების შესრულებისადმი. ვაღიარებთ ასევე მიღწეულ პროგრესსაც" ამის შესახებ იმ 12 გვერდიან მოხსენებაშია საუბარია, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად გატარებული რეფორმების შესახებ მოამზადა. დასკნა პოზიტიურია რაც იმას ნიშნავს, პროცედურების დასრულების შემდეგ, რომლის სავარაუდო დრო 6-8 თვეა საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ. 

"კომისიას მიაჩნია, რომ საქართველო ასრულებს ყველა კრიტერიუმს, რომელიც მოცემულია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ორთხივე ნაწილში. ვითვალისწინებთ რა ევროკავშირისა და საქართველოს მთლიან ურთიერთობას, კომისია 2016 წლის დასაწყისში გამოვა ნომერ 539/2001–რეგულაციაში ცვლილების შეტანის საკანონმდებლო წინადადებით. კომისია აქტიურად განაგრძობს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხივე ნაწილით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულების მონიტორინგს არსებული ასოცირების სტრუქტურის, დიალოგის და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური შემდგომი მექანიზმებით. საერთო ჯამში ჩვენი შეფასება პოზიტიურია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ერთგულებას ასოცირების შეთანხმების შესრულებისადმი. ვაღიარებთ ასევე მიღწეულ პროგრესსაც. რა თქმა უნდა განხივილავთ, რაც დაგვრჩა გასაკეთებელი. ასოცირების პროცესი გრძელვადიანია. საქართველომ მისი განხორციელება კარგად დაიწყო. სრულყოფილად შესრულება კი დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. მიგვაჩნია, რომ არსებობს სფეროები, რომლებიც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ესაა კანონის უზენაესობა, დემოკრატიის ფუნქციონირების ხარისხი. გვეძლევა შესაძლევლობა ვიმსჯელოთ ევროკავშირის როლზეც, რამდენად ეფექტურია ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ ყველა რესურსს ვიყენებთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელებაში,"-აღნიშნულია დასკვნაში, რომელიც ევროკომისიამ დღეს თბილისის დროით 16:00 საათზე გამოაქვეყნა.

ვიზალიბერალიზაციის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შენგენის ზონის ქვეყნებში წლის განმავლობაში 180 დღის გატარებას შეძლებენ, თუმცა ერთი ვიზიტის ჯამური ოდენობა 90 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები