05 იანვარი 2026,   17:35
ვრცლად
"დღეს ჩვენ ვართ უფრო ევროპელები, ვიდრე ვიყავით გუშინ," - დავით უსუფაშვილი

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ, ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი გამარჯვება,“ - პარლამეტის თავმჯდომარემ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დღევანდელი დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება მიულოცა, რაც ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას გულისხმობს. 

"ეს არის დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სანუკვარი ოცნების სერიოზული ნაწილის ახდენა. დღეს ჩვენ ვართ უფრო ევროპელები, ვიდრე ვიყავით გუშინ, ჩვენ ყოველთვის ასე ვფიქრობდით, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპაც ასე ფიქრობს და სულ რამდენიმე თვე დარჩა იმ ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად, როდესაც საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი აღარ იარსებებს. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება დღევანდელი მთავრობის, გუშინდელი ხელისუფლების, გუშინწინდელი ხელისუფლების, თითოეული ჩვენგანის, ამიტომ მე ყველა მოქალაქეს ვულოცავ, ყველა პოლიტიკოსს ვულოცავ. ამ მიღწევას ჭირდება სათანადო გამოყენება, იმიტომ, რომ საზღვრების გაუქმება ევროპასა და საქართველოს შორის, ეს არის არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლება, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლური მოვლენაც. ამიტომ ამის შემდეგ ჩვენ მეტად უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობა, რაც ევროპას აკისრია. ამასთანავე მე გირჩევთ, ვისაც ვიზები გაქვთ, პასპორტებში, ჯერ არ ამოხიოთ, იმიტომ, რომ რამდენიმე თვე კიდევ დაჭირდება ამ საკითხების  ბოლომდე მიყვანას,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები