04 იანვარი 2026,   20:12
ვრცლად
"ჩვენ გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტი ევროპა შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში" - ირაკლი ალასანია ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ დღეს ევროკომისიის მიერ მიღებული დასკვნა მომავალ წელს პრაქტიკაში გახორციელდება.

„დაახლოებით მომავალი წლის შუაში უკვე გადაწყვეტილება პრაქტიკაში განხორციელდება. ჩვენს მოქალაქეებს გვექნება საშუალება თავისუფლად ვიაროთ ევროპაში მივიღოთ განათლება და დავბრუნდეთ საქართველოში და უფრო მეტი ევროპა შემოვიტანოთ ჩვენს ქვეყანაში,“ - აცხადებს ირაკლი ალასანია.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ევროკომისიის დასკვნას წინა ხელისუფლებისა და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ულოცავენ. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა.

„დღევანდელი მილოცვა ეკუთვნის ქართველ ხალხს, რომელმაც თავისი ისტორიით და კულტურით დაამტკიცა, რომ მას ეკუთვნის მომავალი ევროპაში. ასევე მინდა მივულოცო თითოეულ ქართველ დიპლომატს და საჯარო მოხელეს, რომელიც წლების მანძილზე ჯერ ჩვენი ხელისუფლების დროს, როდესაც დაიწყო ეს პროცესი და შემდეგ დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა ეს პროცესი. მინდა მივულოცო ყველას რადგან ეს ევროპის მიმართულებით არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ გასავლელი და გასაკეთებელი კიდევ ბევრია,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები