გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ევროკომისიის დღევანდელი დასკვნის გამოქვეყნებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას ეხება.
“ძალიან კარგი, თუ საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც თვითონ ამბობს, ყველა ის საშინაო დავალება პირველ კლასელივით შეასრულა, ამას მე მხოლოდ მივესალმები იმიტომ, რომ პოზიტიურია. უბრალოდ მე ვიცი ძალიან კარგად, რომ ეს არის პირველი ტექნიკური ეტაპი, რომელსაც მოჰყვება შედმეგ ძალიან სერიოზული, სწორედ რომ პოლიტიკური ეტაპი გადაწყვეტილების მიღებისა. ძალიან სერიოზული პრობლემებიც შეიძლება გაჩნდეს პოზიტივთან ერთად, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლების აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს ეკონომიკურად უმძიმესი პრობლემები აქვს და მათი დიდი ნაწილი საქართველოში თავის ადგილს ვერ პოულობს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.