07 იანვარი 2026,   00:30
ვრცლად
ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩიეს

ახალი მემარჯვენეებმა პარტიის თავმჯდომარედ მამუკა კაციტაძე აირჩიეს. 

როგორც პარტიის პრესსამსახური იტყობინება,  დღეს, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ახალი მემარჯვენეების რიგგარეშე მეშვიდე ყრილობა ჩატარდა, სადაც პარტიის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს.

პარტიის ახალი თავმჯდომარის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მოქმედმა თავმჯდომარემ, ფიქრია ჩიხრაძემ, პოსტი პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის გამო დატოვა.  

 

კაციტაძე მანამდე პარტიის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. მის ადგილს კი ახლა შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, იოსებ ბორცვაძე, დაიკავებს.

ყრილობამ მთავარი კომიტეტის შემადგენლობაში ახალი წევრებიც აირჩია.

ყრილობას ესწრებოდნენ ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელი საქართველოში, ანდრეა კირბსი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ნერმინ ნისიჩი.

დღის ამბები