16 იანვარი 2026,   20:28
ვრცლად
NDI- ქართული ოცნების მომხრეების 71 პროცენტი საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას დადებითად აფასებს

NDI -ის კვლევის მიხედვით, ქართული ოცნების მომხრეების 71 პროცენტი საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას დადებითად აფასებს, 17 პროცენტი არც დადებითად და არც უარყოფითად, 11 პროცენტი კი უარყოფითად

ნაციონალური მოძრაობის მომხრეების 43 პროცენტი საქართველოში სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას უარყოფითად აფასებს, 28 პროცენტი დადებითად, 29 პროცენტი კი - არც დადებითად და არც უარყოფითად.

თავისუფალი დემოკრატების მომხრეების 37 პროცენტი სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას დადებითად აფასებს, 30- უარყოფითად.

არცერთი პარტიის მომხრეთა 32 პროცენტი სიტყვის თავისუფლების მდგომარეობას დადებითად აფასებს, 30 პროცენტი კი უარყოფითად. 

ამავე თემაზე
დღის ამბები