თამარ ბერუჩაშვილის მოადგილედ ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი ხათუნა თოთლაძე დაინიშნა. თოთლაძესთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები არიან დავით დონდუა და გიგი გიგიაძე.
არსებული ინფორმაციით, მინისტრის მოთხოვნა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დააკმაყოფილა.
ხათუნა თოთლაძე გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის დის მზია თოთლაძის შვილია. ამასთან, ხათუნა თოთლაძე დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლეა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს. მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს აქვს საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.