07 იანვარი 2026,   02:18
ვრცლად
მანანა კობახიძე ელისო კილაძეს სასამართლოში ხვალ უჩივლებს

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე ხვალ გაზეთ ქრონიკა+ს და მის მთავარ რედაქტორს ელისო კილაძეს სასამართლოში  უჩივლებს. კობახიძის ინტერესებს ადვოკატი დავით ლანჩავა დაიცავს. 

"სარჩელის მიზანია დამტკიცდეს, რომ ქრონიკა +-ის მიერ საჯარო პირის, მანანა კობახიძის წინააღმდეგ გავრცელდა პატივისა და ღირსების შემლახველი, არასწორი, შეგნებული ცილისწამება, რომელიც მიმართული იყო მისი დისკრედიტაციისკენ საზოგადოების თვალში,"- ნათქვამია მანანა კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრება სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნების ვალდებულება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

დღის ამბები