საზარელი მკვლელობა კახეთში. შვილმა მამას თავში ჯერ შეშის ნაპობი ჩაარტყა შემდეგ კი დანით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი 70 წლის მამას უკნიდან მიეპარა და თავში შეშის ნაპობი ჩაარტყა, გონების დაკარგვის შემდეგ კი მას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
მკვლელმა მიმალვა სცადა, თუმცა მისი დაკავება პოლიციამ მალევე შეძლო.
საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.