"სარაკეტო კომპლექსი საქართველოსთვის არ არის განკუთვნილი," - ასე გამოეხმაურა გენშტაბის ხელმძღვანელი, ვახტანგ კაპანაძე, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სარაკეტო სისტემების განთავსებას.
ვახტანგ კაპანაძეს მიაჩნია, რომ აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა, ხოლო ოფიციალურმა თბილისმა მოსკოვს პოლიტიკური პასუხი უნდა გასცეს.
"სარაკეტო კომპლექსები საქართველოსთვის არ არის განკუთვნილი. ეს შორს მიმავალი გეგმების ნაწილია. პასუხი უნდა იყოს პოლიტიკური და უნდა იყოს საერთაშორისო მხარდაჭერა," - აცხადებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი კაპანაძე.