„ბატონი მურუსიძე ამბობს პროფესიულ ტყუილს,"- ამის შესახებ საქართველოს განვითარების ფონდის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელამა, დავით ჯანდიერმა განაცხადა.
დავით ჯანდიერმა ლევან მურუსიძე ტყუილში დაადანაშაულა.
ბატონი მურუსიძე ამბობს პროფესიულ ტყუილს და საზოგადოების მატყუარა მოსამართლეს უვადოდ მოსამართლედ დანიშვნაში გვერდში უდგას დღეს ხელისუფლება. მათ ვერ მონახეს საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ვერცერთი იურისტი, რომელიც ისურვებდა ბატონი მურუსიძის სასამართლო ხელისუფლებაში ყოფნას. მას ჰქონდა უფლება, რომ როგორც საკასაციო სასამართლოს მოსამართლეს, გაეუქმებინა სააპელაციო სასამართლოს უკანონო განაჩენი და საქმე დაებრუნებინა ხელახლა განსახილველად,” - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
დღეს ლევან მურუსიძემ ბრიფინგი გამართა. ის სანდრო გირგვლიანის მამას გამოეხმაურა. ლევან მურუსიძე ბრალდებებს უარყოფს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი