07 იანვარი 2026,   03:10
ვრცლად
"საქართველოს განვითარების ფონდში" ირაკლი ალასანიასთან ალიანსს არ გამორიცხავენ

საქართველოს განვითარების ფონდში არ გამორიცხავენ ირაკლი ალასანიასთან ალიანსში შესვლას. ფონდის წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ კურიერის ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. 

"დადგეს წინასაარჩევნო პერიოდი,"- აღნიშნა ლაგაზიძემ.

ამასთან ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, რომ ფონდის წარმომადგენლები ხვდებოდნენ და მომავალშიც შეხვდებიან პოლიტიკაში ჩართულ პირებს. ლაგაზიძე ამბობს, რომ საქართველოს განვითარების ფონდის საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკასთან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები