რა ეტაპზეა ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე და რატომ ჭიანურდება საქმის გახსნა? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რასაც დღეს არასამთავრობო სექტორი, დეპუტატები და სახლახო დამცველი სვამენ.
ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე მომუშავე ჯგუფს კითხვები მოქმედ თავდაცვის მინისტრთან აქვთ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ექსპერტი ცისკარიშვილი მინდია ჯანელიძეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდს აკრიტიკებს და აცხადებს რომ ჯანელიძემ მასზე დაკისრებული საქმე ჯეროვნად არ შეასრულა.
"შედეგი ერთია, 2 წელიწადზე მეტი გავიდა და არცერთ ხელისუფლებას, არც წინას, არც ახლანდელს და არც კრემლს, ამ საქმის გამოძიება არ სურს", - აცხადებს ცისკარიშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ლაფანყურის საქმის გამოძიების გაჭიანურებას რუსეთის ინტერესებს უკავშირებენ.
ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური კომისია დასკვნას 1 დეკემბერს წარმოადგენს. დამატებით დეტალებზე დღეს კომისიის წევრებს არ უსაუბრიათ.