ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას საპარლამენტო უმრავლესობაში გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ეს საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება იყო.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან ამ პროცესში არავინ ჩარეულა, ამიტომაც ვთქვით უარი, რომ იუსტიციის საბჭოში არცერთი პოლიტიკოსი არ უნდა ყოფილიყო. თუ გავითვალისწინებთ წინა ისტორიებს, საზოგადოების განწყობას, გირგვლიანის საქმეს, ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ჩარეულა.
„ხელისუფლება რომ ჩარეულიყო, ასე არ იქნებოდა. ეს არჩევანი რამდენად წაადგება სასამართლოს რეპუტაციას, გამოჩნდება. მე ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი,“- აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.