07 იანვარი 2026,   09:01
ვრცლად
მთავარი პროკურატურის მრჩეველს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

მთავარი პროკურატურის მრჩეველს გიორგი ინწკირველს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

ინწკირველს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დაზარალებულის მიმართ მუქარა. 

პროკურატურა მისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გიორგი ინწკირველი 22 დეკემბერს დააკავეს.

ადვოკატის მამუკა მდინარაძის თქმით, სასამართლომ მათი არგუმენტები გაიზიარა  და კარგია რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები