05 იანვარი 2026,   17:00
ვრცლად
ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. კურიერის ინფორმაციით, დაჭრილს თავში გამავალი ჭრილობა აქვს და მისი მძიმე მდგომრეობიდან გამომდინარე ამ დრომდე ოპერაციის ჩატარება ვერ ხერხდება. 

დაჭრილი ახალგაზრდას ნათესავები და მეგობრები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან და ექიმებისგან პასუხს ელიან.

ბუდაპეშტის ქუჩაზე 21 წლის ბიჭი დღეს საღამოს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთ-ერთი თავში. 

 

დღის ამბები