"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე უსამართლოს უწოდებს ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ემზარ კვიციანს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ბურჯანაძის აზრით, სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"დემოკრატიული მოძრაობის" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კოდორის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მომავალში მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი დაიკითხებიან და მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
„უსამართლობაა, როცა მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დადის და გვმოძღვრავს ვანო მერაბიშვილს კი 5 წლიანი პატიმრობაქვს მისჯილი და ამ დროს ემზარ კვიციანს 12 წლიანი პატიმრობა ეფარდება ეს არის უკანონობა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.