15 იანვარი 2026,   19:02
ვრცლად
"საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრი აუცილებლად გაიხსნება" - მინდია ჯანელიძე

"საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრი აუცილებლად გაიხსნება", -  ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ბრიუსელში გააკეთა. ნატოს გენერალურ მდგივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ჯანელიძემ განმარტა, რომ ცენტრის მშენებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ ფლობს ინფორმაციას, თუ რომელ რაიონში გაიხსნება ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოში.

მინდია ჯანელიძემ ჟუნრალისტებთან საუბრისას 2013 წლის უელსის სამიტზე გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გეგმის მიხედვით ხორციელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები