საქართველოს საგარეო პრიორიტეტად ევროინტეგრაცია დარჩება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ გააკეთა.
ჯანელიძემ ჟურნალისტებს და დეპუტატებს მინი მინისტრად დამტკიცების შემთხვევაში სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
"ქვეყნის მშვიდობისთვის, განვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება საგარეო საფრთხეების მაქსიმალურად თავიდან აცილება, ჩვენი სუვერენიტეტის გამტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით შესაბამისი ნაბიჯების
გადადგმა. ეს ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური გზის მეშვეობის იქნება მიღწეული. იმ გზით რომელიც არჩეული გვაქვს," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.