პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების პროცედურებს განმარტავს. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ახალ პრემიერსა და მთავრობის შემადგენლობას დღეს კომიტეტებსა და ფრაქციებში მოუსმინეს და პროცედურულად პარლამენტი მზად არის მთავრობის დამტკიცებისთვის.
გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტის მოსმენის თაობაზე პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს ამცნობს და ამის შემდეგ განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ხვალ 12 საათზე მთავრობას პლენალური სხდომის რეჟიმში მოუსმენენ და დეპუტატები ხვალვე მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს.
დღესვე დავით უსუფაშვილმა მიმდინარე პროცესის შეფასებისას თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა და ტავისუფალი დემოკრატები მთავრობის ნდობის გამოცხადების მხარდაჭერას არ აპირებს.
დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმინეს.