13 იანვარი 2026,   21:43
ვრცლად
საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა - ღარიბაშვილის მიმართვა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.
„მეამაყება, რომ  ვხელმძღვანელობ საქართველოს დელეგაციას ასოცირების საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც ჩვენს ევროპულ გზაზე კიდევ ერთი ისტორიული თარიღია“ - განაცხადა ღარიბაშვილმა
ასოცირების საბჭოს პირველ სხდომას პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებიან.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

დღის ამბები