გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატების კითხვებს პლენარულ სხდომაზე პასუხობს. პარლამენტში 28 კითხვა ოპოზიციისა და უმრავლესობისგან დაისვა.
საპარლამენტო ოპოზიცია დღეს დაინტერესდა, როგორი იქნება ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები და რას დაუპირსიპირებს გიორგი კვირიკაშვილი მისი პრემიერობის პერიოდში რუსულ პროპაგანდას, რომელიც ქვეყანაში გაძლიერებულია.
„10 ათასობით ლარი გამოიყოფა საქართველოს ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ დაფინანსდეს პრო რუსული პროპაგანდა,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წევრი დაინტერესდა, თუ რა მორალური კრიტერიუმით ტოვებს პრემიერობის კანდიდატი მინისტრთა კაბინეტში ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამორჩეულ პაატა ზაქარეიშვილს.
დღესვე თავისუფალი დემოკრატები დაინტერესდნენ იქონიებს თუ არა ვიზა ლიბერალიზაციის პროცესზე გავლენას გაზპრომთან მოლაპარაკებები.
უმცირესობის კითხვები ასევე საკადრო პოლიტიკას უკავშირდებოდა.