თელავში, პოლიციის შენობის ეზოში სამართალდამცავი მოკლეს. დაჭრილია ერთი პოლიციელი. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც ცნობილია, პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსხმელი დაკავებულია.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.