10 იანვარი 2026,   14:13
ვრცლად
როცა იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ესაუბრება, მგონი, ჭკუას არ უნდა არიგებდეს - მამუკა ახვლედიანი

საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, ამბობს, რომ "იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჭკუას არ უნდა არიგებდეს, თუ როგორ უნდა მოიქცეს თავის სისტემაში" და დასძენს, "არ მეგონა, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჩემი დასაცავი გახდებოდაო". 

ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრისა და სასამართლო ხელისუფლებას შორის კავშირზე საუბრისას განაცხადა.

"არ მეგონა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე თუ ჩემი დასაცავი გახდებოდა. მე ვფიქრობ, რომ ეს ფუნქცია უზენაეს სასამართლოს და იუსტიციის საბჭოს უნდა ჰქონდეთ. როცა იუსტიციის მინისტრი მსგავს მითითებებს აძლევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს, მე ვფიქრობ, რომ ამის უფლება ნამდვილად არავის არა აქვს. არანაირი მითითება, როგორ უნდა გააკეთოს და რა გააკეთოს სისტემაში, არ უნდა ხდებოდეს. სწორედ აქ შემიძლია ვთქვა, რომ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს.

"როცა იუსტიციის მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ესაუბრება, მე მგონი, ჭკუას არ უნდა არიგებდეს, როგორ უნდა მოიქცეს თავის სისტემაში. ფაქტობრივად წულუკიანის ნათქვამიდან გამოვიდა, რომ, როდესაც სისტემაში პრობლემებია, არიგებს, თუ როგორ უნდა მიხედოს მენეჯმენტს. მე ვფიქრობ, რომ არც ერთი მინისტრი ასე არ უნდა თვლიდეს, რომ რაიმეთი თუნდაც ჩვეულებრივ მოსამართლეზე მეტია," - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა. 


დღის ამბები